EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა
ამობეჭდვა · 2017-11-08 19:43:22 · 68 ნახვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2018 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-მდე გაზარდა. მანამდე ეს მონაცემები 4,2 % იყო. ინფორმაციას Forbes-ის ქართულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში EBRD ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება. რეგიონის ქვეყნებისთვის კი მიმდინარე წლის პროგნოზი შემდეგია:

  • სომხეთი 3,5%
  • აზერბაიჯანი - 0,5%
  • ბელორუსი - 1,5%
  • მოლდოვა - 3%
  • უკრაინა - 2%
  • თურქეთი - 5,1%
  • რუსეთი - 1,8%

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესებას EBRD ექსპორტისა და ტურიზმის მაჩვენებლების გაუმჯობესებას უკავშირებს.

ცნობილი გახდა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ფონდის მუდმივი წარმომადგენლის ფრანსუა პეშოს განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5%-დან 4,3%-მდე გაიზარდა.



ავტორი: Mediamall.ge