კომპანია „მხნეობას“ წარმოების უფლება შეუჩერდა
ამობეჭდვა · 2017-11-08 20:04:20 · 926 ნახვა

კომპანია ‘’მხნეობას’’ წარმოების უფლება შეუჩერეს. მიზეზი - ინსპექტირების შედეგად აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობაა. საწარმოო პროცესის შეჩერებასთან ერთად, კომპანია 1000 ლარითაც დაჯარიმდა. როგორც სურსათის ეროვნულ საააგენტოში განმარტავენ, კრიტიკული შეუსაბამობები ძირითადად სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებში აღმოჩნდა. 

“ძირითადად რაც დაფქისირდა ეს იყო სანიტარულ-ჰიგიენური დარღვევები, რის შედეგადაც, ჩვენ გავაჩერეთ საწარმოო პროცესი და ბიზნესოპერატორი დავაჯარიმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესოპერატორს კონკრეტული ვადა არ აქვს მიცემული. როგორც კი გამოასწორებს, მას შეუძლია მოვიდეს სააგენტოში, მოგვმართოს წერილობით. ჩვენი სპეციალისტები მივლენ, გადაამოწმებენ და თუ, რა თქმა უნდა, გამოსწოერებული იქნება ის ყველა შეუსაბამობა, ჩვენ აღვადგენთ საწრამოო პროცესს“, - განაცხადა სურსათის უვნებლობის სააგენტოს თბილსიის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვასილ ბასილაძემ.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმციით, 2017 წლის განმავლობაში პურპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. 690-ზე მეტი კონრტოლი განახორცილეს, საიდანაც 134 ბიზნ ოპერატორი დაჯარიმდა. დაჯარიმების ძირითადი მიზეზი - ეტიკეტირების წესების დარღვევა იყო.

სურსათის უვნებლობის სამსახური კომპანიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ “მხნეობის“ პურში გაურკევველი მასა, სავარაუდოდ თაგვი აღმოაჩინა.



ავტორი: Mediamall.ge