თელავში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ამობეჭდვა · 2017-11-08 20:24:05 · 343 ნახვა

თელავში 32 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა თბილისის გზატკეცილზე იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდა საავტომობილო სახელოსნოში სამუშაოს ასრულებდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ცეცხლასასროლი იარაღიდან გასროლით არის გარდაცვლილი.

ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მისული, თუმცა, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროისთვის დაუდგენელია ეჭვმიტანილის ვინაობა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი მუშაობს.

 



ავტორი: Mediamall.ge