სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი ქართულმა ანსამბლმა „შავნაბადამ“ გახსნა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-11-08 20:42:12 · 179 ნახვა

სტრასბურგში დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმი საზეიმოდ ანსამბლმა „შავნაბადამ“ გახსნა.

ქართული ფოლკლორული სიმღერის ანსამბლი ევროპის საბჭოს სასახლეში ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდის წინაშე წარდგა. საათ-ნახევრიანი საკონცერტო პროგრამიდან „შავნაბადას“ 20 წუთი დაეთმო.

განსაკუთრებული აპლოდისმენტები დაიმსახურა ევროკავშირის ჰიმნის განსხვავებულმა ვერსიამ. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ დაამუშავა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქართველი შემსრულებლების გამოჩენას აუდიტორია ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა. ფორუმის მონაწილეების შეფასებით, ეს იყო ჰარმონიის, ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.

„შავნაბადა“ მსოფლიო ფორუმზე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით ჩავიდა.



ავტორი: Mediamall.ge