ხვალ ექსპო ჯორჯიაში „თბილისის წიგნის დღეები" გაიხსნება
ამობეჭდვა · 2017-11-08 21:10:22 · 102 ნახვა

9 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, “თბილისის წიგნის დღეები 2017” გაიხსნება.

საგამოფენო ცენტრი ოთხი დღის მანძილზე წამყვან ადგილობრივ და რეგიონულ გამომცემლობებს, კვლევის ლაბორატორიებს, წიგნის მაღაზიებს და დისტრიბუტორებს უმასპინძლებს.

ფესტივალის ფარგლებში ექსპოჯორჯიას მე-5, და მე-6 მე-11 პავილიონებში დაგეგმილია გამომცემლობებისა და ავტორების პრეზენტაციები, წიგნის ხელოვნების ფესტივალი, ლექციები, მასტერკლასები, გამოფენები და გასართობ-ინტელექტუალური პროგრამები ბავშვებსა და მოზარდებისთვის.

ოთხი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ყველა წიგნზე, რომელიც წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე.



ავტორი: Mediamall.ge