კეიკო მაცუი თბილისში კონცერტს მართავს
ამობეჭდვა · 2017-11-08 21:33:00 · 83 ნახვა

ცნობილი იაპონელი პიანისტი და კომპოზიტორი კეიკო მაცუი თბილისშია. კონცერტი ამ წუთებში დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობს. ნიუ ეიჯისა და ჯაზის შემსრულებელი პიანისტი ქართველი მსმენელის წინაშე უკვე მეორედ წარდგება. მასთან ერთად კონცერტში ეროვნულ სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობს. პიანისტი ცნობილ კომპოზიციებს უზბეკეთის ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთადაც შეასრულებს.

კეიკო მაცუის ქართველი მსმენელისთვის მუსიკალური სიურპრიზიც აქვს მომზადებული. იაპონელი პიანისტისა და კომპოზიტორის კონცერტის წარმდგენები „სოლო“ და „ალექს პრომოუშენი“ არიან.



ავტორი: Mediamall.ge