მერაია ქერის პირადი მცველი მომღერალს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს
ამობეჭდვა · 2017-11-08 22:58:49 · 789 ნახვა

მერაია ქერის სექსუალურ შევიწროვებაში და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მომღერლის წინააღმდეგ სარჩელი მისმა ყოფილმა პირადმა მცველმა მაიკლ ანელომ შეიტანა.

სარჩელში ნათქვამია რომ მომღერალი პირად მცველს თავის შიშველ სხეულს განზრახ აჩვენებდა და სექსითაც ისე კავდებოდა, რომ ეს ანელოს დაენახა. ანელოს მტკიცებით, ერთხელ მომღერალმა მას სასტუმროს ნომერში ბარგის ატანა სთხოვა, ნომერში ასულს კი ნახევრად შიშველ მდგომარეობაში დახვდა და წასვლის ნებას არ აძლევდა. განცხადებაში პირადი მცველი აცხადებს რომ მათ ფიხიკური კონტაქტი არ ქონიათ.

მოსარჩელე ასევე აცხადებს, რომ მერაია ქერი მას და დაცვის სხვა წევრებს შეურაცხყოფდა და "რასისტებად", "ნაცისტებად", "სკინჰედებად" და "კუკლუს კლანის" წევრებად მოიხსენიებდა.

ანელოს მტკიცებით, მერაია ქერის მისი დაცვის სამსახურისთვის 221 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი.



ავტორი: Mediamall.ge