„ადრე ბავშვს რომ ეთქვა, მასწავლებლობას ვაპირებო, ხელფასი არ გექნებაო ეტყოდნენ“ - ალექსანდრე ჯეჯელავა
ამობეჭდვა · 2017-11-09 00:30:01 · 993 ნახვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პედაგოგების სამუშაო პირობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მათ შესაბამისი ანაზღაურება მიეცეთ, თუმცა მინისტრმა იქვე ისიც აღნიშნა, რომ მატერიალურზე წინ პედაგოგის დაფასების საკითხ იდგას.

„10 წლის წინ, შეიძლება 5 წლის წინაც, ბავშვს რომ ეთქვა, მე ვაპირებ მასწავლებლობას, დიდი შანსია, ეთქვათ - არა შვილო, დაფიქრდი, რადგან ხელფასი არ გექნება, საყვედურებს მიიღებ, არაკომფორტულ გარემოში მოგიწევს მუშაობა. ჩვენ ყველა ეს მიზეზი უნდა აღმოვფხვრათ. პირველ რიგში ადეკვატური ანაზღაურება უნდა მივცეთ ამ ხალხს.

ანაზღაურებაზე უფრო წინ დგას ნებისმიერი პედაგოგისთვის დაფასება, ამასთან ერთად, უნდა შევქნათ პირობები, რომ მასწავლებელმა შეძლოს ღირსეული მომავალი თაობის აღზრდა, რადგან მთავრი მოტივატორი ყველა პედაგოგისთვის არის ბავშვის მიღწევა და შედეგი, რასაც ბავშვი აღწევს სასწავლო პროცესში. 

პროცესი უკვე დაწყებულია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასობით ახალგაზრდა თავისი კარიერის დასაწყისში ირჩევს პედაგოგის პროფესიას. ქალაქებში ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, რადგან არის შრომის ბაზარი, სოფლებში და ეროვნულ უმცირესობებში ძალიან გვიჭირს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



ავტორი: Mediamall.ge