ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, დღეს დაკრძალავენ
ამობეჭდვა · 2017-11-09 08:36:33 · 124 ნახვა

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით, დღეს დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს, დილით გარდაიცვალა. 86 წლის პოეტი 12 აგვისტოს, ინსულტის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ჯანსუღ ჩარკვიანს სამების ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.



ავტორი: Mediamall.ge