სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებადი ბოლო ქალაქი - აბუ-ქემალიც დაიკავა
ამობეჭდვა · 2017-11-09 08:43:33 · 144 ნახვა

სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს" კონტროლირებადი ბოლო ქალაქი - აბუ-ქემალიც დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости, ერთ-ერთ სამხედროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხედროს თქმით, სირიის არმიამ ქალაქში შეღწევა და მისი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან გაწმენდა დაიწყო. ტერორისტები ქალაქიდან გარბიან და თავის დაღწევას მდინარე ევფრატის გადალახვით ცდილობენ.

ბოლო ორი თვეა სირიის სახელმწიფო ჯარებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყნის ტერიტორიის ტერორისტებისგან გაწმენდაში, სექტემბრის დასაწყისში მათ ქალაქი დეირ-ეზ-ზორა 3-წლიანი ბლოკადისგან დაათავისუფლეს, ოქტომბრის დასაწყისში - ქალაქ მეიადინზე დაიბრუნეს კონტროლი, ხოლო 3 ნოემბერს - დეირ-ეზ-ზორი საბოლოოდ გაათავისუფლეს.



ავტორი: Mediamall.ge