სიკვდილის წინ მოსასმენ საუკეთესო მუსიკად არვო პერტის ნაწარმოებები დასახელდა
ამობეჭდვა · 2017-11-09 08:59:40 · 263 ნახვა

შოტლანდიურმა თეატრალურმა კომპანია Vanishing Point-მა და მუსიკალურმა კოლექტივმა Scottish Ensemble ჩაატარეს კვლევა, სიკვდილის წინ მოსასმენი საუკეთესო მუსიკის გამოსავლენად. 

კვლევის შედეგად საუკეთესო მუსიკად ესტონელი კომპოზიტორის არვო პერტის ნაწარმოებები დაასახელეს.

"მისი მუსიკა ისე ჟღერს, თითქოს სულ გაგრძელდება და გაგრძელდება", - ამბობს Vanishing Point-ის დირექტორი მეთიუ ლენტონი.

მისი თქმით, ეს მუსიკა მომაკვდავს აძლევს იმედს, რომ სიცოცხლე სიკვდილს შემდეგაც გრძელდება. 



ავტორი: Mediamall.ge