30 ბრიტანელ პარლამენტარს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
ამობეჭდვა · 2017-11-09 09:05:58 · 113 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ბარის თანამშრომელი, ალისა ბეილი თემთა პალატის დაახლოებით 30 დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ბეილიმ პარლამენტის ბარში მუშაობა 19 წლის ასაკში დაიწყო. მისი თქმით, პირველივე სამუშაო დღეს, ერთ-ერთმა დეპუტატმა მას სექსი შესთავაზა, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ვეტერანი კი სახლამდე გაყვა და ავტობუსში ხელებს უფათურებდა.

ბეილის თქმით, ყველა, ვინც მის სექსუალურ შევიწროებას ცდილობდა, ცოლიანი და მასზე ორჯერ უფროსია. მისივე განცხადებით, პარლამენტარები გარყვნილი ადამიანებივით იქცეოდნენ. 



ავტორი: Mediamall.ge