უკრაინის აღმოსავლეთში რუსი სამხედროების შეტევის დროს დაჭრილ ქართველ მებრძოლს ოპერაცია ჩაუტარდა
ამობეჭდვა · 2017-11-09 10:32:00 · 119 ნახვა

უკრაინის აღმოსავლეთში რუსი სამხედროების შეტევის დროს დაჭრილ ქართველ მებრძოლს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მას ჭრილობა მიუცლის არეში აქვს.

"კურიერი" ბატალიონის მეთაურს დაუკავშირდა. მისი თქმით იგი მძიმედ არის დაჭრილი. დაშავებულის სახელი ამ ეტაპზე არ კონკრეტდება. ბატალიონის მეთაურის განცხადებით, რუსეთი შეტევაზე გადავიდა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეტაკებები უწყვეტად მიმდინარეობს, მისი თქმით, ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად უკრაინის მხრიდან 2-3 ადამიანი იღუპება. 

 



ავტორი: MediaMall.ge