უკრაინის ვიცეპრემიერი, პავლო როზენკო და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი წეროვანში იმყოფებოდნენ
ამობეჭდვა · 2017-11-09 11:03:00 · 95 ნახვა

უკრაინის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ვიცეპრემიერი, პავლო როზენკო და დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი წეროვანში იმყოფებოდნენ.


მათ სოციალური საწარმო მოინახულეს, სადაც დევნილები არიან დასაქმებულები და მინანქარზე მუშაობენ. უკრაინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები სამინისტროშიც გაიმართა, რომლის მიზანიც დევნილთა პრობლემების მოგვარების კუთხით გამოცდილების გაზიარება იყო. 


უკრაინის დელეგაციის წევრები სოზარ სუბართან ერთად წეროვნიდან გამყოფ ხაზთან, სოფელ ხურვალეთში გაემგზავრნენ სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობიან.



ავტორი: MediaMall.ge