ხანძარი რუსეთის დაზვერვის სამსახურში, დაიღუპა 3 ადამიანი
ამობეჭდვა · 2017-11-09 11:05:00 · 125 ნახვა

მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთ ტექნიკურ შენობაში გაჩენილ ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 


ადგილობრივი მედიის ცნობით, გათენებისას, შემთხვევის დროს, დაზვერვის შენობაში 10 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან, შვიდის გადარჩენა მოხერხდა, სამი კი, ხანძრის დროს მიღებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით, გარდაიცვალა.


ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.



ავტორი: MediaMall.ge