ლე პენს პარლამენტის იმუნიტეტი მოეხსნა
ამობეჭდვა · 2017-11-09 11:29:00 · 127 ნახვა

საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის ლიდერს, მარინ ლე პენს ნაციონალურმა კრებამ პარლამენტარის იმუნიტეტი მოუხსნა იმის გამო, რომ ტვიტერზე ე.წ ისლამური სახელმწიფოს ძალადობის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. 


france 24-ინფორმაციით, ასამბლეის 22-წევრიანმა კომიტეტმა იმუნიტეტის მოხსნას ოთხშაბათს უყარა კენჭი.


ლე პენმა 2015 წელს ტვიტერზე გამოაქვეყნა სამი ფოტო, რომლებზეც ISIS-ის მიერ ჩადენილი ძალადობა იყო ასახული, თუმცა, უარყოფითი გამოხმაურების გამო, ლე პენმა ფოტოები მალევე წაშალა.


საფრანგეთის ხელისუფლებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ ფრანგ პოლიტიკოსს ბრალი ვერ წაუყენეს, რადგან ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო და შესაბამისი იმუნიტეტი იცავდა.
2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ემანულე მაკრონის მთავარი კონკურენტი მარინ ლე პენი იყო. ლე პენი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ სურდა რეფერენდუმის ჩატარება, ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გადახედვის და შენგენის ზონიდან გასვლასთან დაკავშირებით.



ავტორი: MediaMall.ge