ევროკავშირი ადვოკატ, გიორგი ონიანის საქმეს აკვირდება
ამობეჭდვა · 2017-11-09 11:35:00 · 107 ნახვა

ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ადვოკატ გიორგი ონიანის საქმესთან დაკავშირებით საუბრობს.  

"ამის შესახებ პრესაში წავიკითხე, ისევე როგორც სხვა შემთხვევები, ჩვენ ეს ფაქტიც გვაინტერესებს და თვალ-ყურს ვადევნებთ. მე მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დიდი ინტერესით ვუსმენთ იმ განცხადებებს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ადვოკატი, გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში 7 ნოემბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

მასვე, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის და თანამდებობის დაკავების უფლება".

გიორგი ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. 



ავტორი: MediaMall.ge