ახლად აშენებული შენობა-ნაგებობები აუცილებლად უნდა იყოს მოპირკეთებული - კახა კალაძე
ამობეჭდვა · 2017-11-09 12:18:00 · 535 ნახვა

მიშენებების, დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ საკუთრებას ნამდვილად ვერ შევეხებით, ამას არ ვიკადრებთ. ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ დეველოპერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში.

"ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ ფასადების ნაწილს, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიები თანხმდებიან და მხარს უჭერენ ჩვენს მოსაზრებებს, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ზომები. ახლად აშენებული შენობა-ნაგებობები აუცილებლად უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი. ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ და მოვახდენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას, თუ როგორ ვხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას. დარწმუნებული ვარ, რაც ყველას გვაწუხებებს იერსახის ნაწილში,მომდევნო წლეების განმავლობაში იქნება შეცვლილი და ქალაქი დაემსგავსება ქალაქს“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

 



ავტორი: MediaMall.ge