სამების საკათედრო ტაძარში ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 2017-11-09 12:22:00 · 88 ნახვა

სამების საკათედრო ტაძარში პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

ოჯახს სამძიმარი მეგობრებმა, ახლობლებმა, პოლიტიკოსებმა და პოეტის შემოქმედების გულშემატკივრებმა გამოუცხადეს.

პოეტს სამებიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს 86 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.



ავტორი: MediaMall.ge