"ყუმბარა" - თამაში, რომელსაც 6 ბავშვი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 2017-11-09 12:34:00 · 127 ნახვა

ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სკოლაში აფეთქებას 6 ბავშვი ემსხვერპლა. BBC თვითმხილველების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვები მათ მიერ ნაპოვნი ასაფეთქებელი მოწყობილობით თამაშობდნენ. 

სკოლა კაგერის ოლქში მდებარეობს, რომელიც ტანზანიის მოსაზღვრე, ბურუნდიდან ლტოლვილებს იღებს, ბევრი მათგანი ყოფილი სამხედრო იყო და BBC ვარაუდობს, რომ იარაღი ამ ტერიტორიაზე შესაძლოა, მათ დატოვეს. ჟურნალისტი ასევე ყვება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ყუმბარის მსგავსი იყო. 



ავტორი: MediaMall.ge