პელე და კალაძე უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში
ამობეჭდვა · 2017-11-11 10:24:00 · 255 ნახვა

ფეხბურთელები პოლიტიკაში - პრემიერის პოსტზე ტერეზა მეიზე უფრო მეტად ბექჰემს ენდობით? - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას palatinate.org.uk. 

ჟურნალისტი წერს, რომ პროფესიონალი ფეხბურთელების პოლიტიკურ ელიტაში გადანაცვლების იდეა შესაძლოა, ახლა დაუჯერებელი იყოს დიდ ბრიტანეთში. თუმცა მსოფლიოს სხვა წერტილებში ეს იმაზე უფრო ჩვეული მოვლენაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

კახა კალაძე - ჩემპიონთა ლიგის ორგზის მედალოსანია, თბილისის მერად აირჩიეს. შესაძლოა, გასაკვირია, რომ 39 წლის კალაძე შედარებით გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელსაც მანამდე ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა. 

ჯორჯ ვეა - ლიბერიელი ფეხბურთელი და პოლიტიკოსი - თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე აფრიკის, ევროპისა და აზიის საფეხბურთო კლუბებში და ლიბერიის ნაკრებში. განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა თავი იტალიურ საფეხბურთო კლუბ მილანში და ფრანგულ კლუბებში, მონაკოსა და პარი სენ-ჟერმენში. 1995 წელს გახდა პირველი არაევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი, ფიფა-მ კი დაასახელა მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

2005 წელს კენჭი იყარა ლიბერიის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც მეორე ტურში დამარცხდა მომავალ პრეზიდენტთან ელენ ჯონსონ-სირლიფთან, რომელიც პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა აფრიკის ისტორიაში. ამჟამად არის ლიბერიის სენატის წევრი. 

სოლ კემპბელი - "ტოტენჰემის", არსენალისა და ინგლისისი ნაკრების მცველი - გამოვიდა ინიციატივით, 2015 წელს, ლონდონის მერის არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. 

ლეგენდალური პელე - 90-იან წლებში, სამი წლის განმავლობაში ბრაზილიის სპორტის მინისტრი იყო.



ავტორი: MediaMall.ge