ჯანსუღ ჩარკვიანის ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში - პრემიერი
ამობეჭდვა · 2017-11-09 14:09:00 · 78 ნახვა

"ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,

 მან სამებაში ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

კვირიკაშვილის თქმით, ჩარკვიანის ღონიერი სიტყვა დიდხანს დარჩება ქართული ერის ცნობიერებაში.

“ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნება იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნა ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში. ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში, დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მთელ ქართულ საზოგადოებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



ავტორი: MediaMall.ge