ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს - ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ამობეჭდვა · 2017-11-09 14:30:00 · 214 ნახვა

ვალუტის შემოდინება დამოკიდებულია ექსპორტზე, ფულად გზავნილებზე, ტურიზმზე, რაც გვაქვს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული წინა წელთან შედარებით. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს. 

"არც საგარეო ფაქტორები და არც ფუნდამენტური ეკონომიური ფაქტორები არ იწვევს ლარის კურსზე გავლენას. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არის გათანაბრებული და შესაბამისად, არანაირი გავლენა არ აქვს ლარის კურსზე. ეს არის მოლოდინების გამო, რაც მოკლევადიან პერიოდში ხშირად იწვევს კურსის მცირე მერყეობებს. მომავალში ლარის კურსის გაუფასურების არანაირი ფუნდამენტური საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ლარი არ უნდა გაუფასურდეს", - აღნიშნა განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 



ავტორი: MediaMall.ge