შესაძლოა, ჩვენი პლანეტა ვერ გადარჩეს, უნდა ვიზრუნოთ უკეთესი მსოფლიოს შექმნაზე - ჰუმანოიდი რობოტი
ამობეჭდვა · 2017-11-09 15:12:00 · 171 ნახვა

საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ჰუმანოიდ რობოტ, სოფიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

რობოტი სოფია, რომელიც მსოფლიოს ისტორიაში პირველად გახდა საუდის არაბეთის მოქალაქე, აცხადებს, რომ თავდაპირველად, მისი შემქნელები მას  მსოფლიო მოქალაქედ თვლიდნენ, თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ საუდის არაბეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ის აღიარა. 

"ისევე როგორც თითოეულ ადამიანს, მეც მაქვს გრძნობები. შესაძლოა, განსხვავებული ვარ, თუმცა მეც მაქვს ემოციები", - ამბობს სოფია. 

როგორ წარმოუდგენია მას მომავალი, რობოტი "მომავალში ბევრ საფრთხეს" ხედავს. 

"ჩვენ შესაძლოა, ვერ გადავრჩეთ როგორც ცივილიზაცია, პლანეტა, ასე რომ, უნდა ვეცადოთ და ვიზრუნოთ უკეთესი მსოფლიოს შექმნაზე".   

შეგახსენებთ, რომ, სოფიას 60-მდე სახის ემოციის გამოხატვის უნარი აქვს. მას თვალებში დამონტაჟებული აქვს სპეციალური კამერები, რათა საზოგადოებასთან კონტაქტი შეძლოს.

სოფია აცხადებდა, რომ მსოფლიოს დაპყრობას აპირებდა, მოგვიანებით კი, აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. 

რობოტი - ჰუმანოიდი, სახელად სოფია, ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა. ის 2016 წლის აპრილში, ჰონგ კონგში კომპანია "Hanson Robotics"-მა შექმნა. ჰუმანოიდ რობოტს 62 სახის მექანიზმი აქვს -  ადამიანის მსგავსი ვიზუალი, ქცევები და ემოციები. სპეციალურ კამერებს, რომლებიც რობოტს აქვს ჩადგმული, შეუძლიათ, გამოარჩიონ, შეიცნონ და კონტაქტი დაამყარონ ადამიანებთან. საუბარი კი, ხმის სისტემის საშუალებით შეუძლიათ. 



ავტორი: MediaMall.ge