რუსეთის და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრის დრო ცნობილია
ამობეჭდვა · 2017-11-09 15:23:00 · 87 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავის კოლეგას, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმდინარე კვირაში, ვიეტნამის APEC სამიტზე შეხვდება. შეხვედრის დროდ პარასკევი, 10 ნოემბერი სახელდება. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა მედიასთან განაცხადა.


კითხვაზე, როდის შეძლებს ორი პრეზიდენტი ხანგრძლივ საუბარს, პარასკევს თუ შაბათს, უშკოვი ამბობს, რომ სასაუბროდ განიხილება შაბათიც, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება 10 ნოემბერს, პარასკევს, შამიტზე შეხვედრის დღესვე. 

პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს აქვთ ორმხრივი შეხვედრების მდიდარი პროგრამა, რომლებიც წინასწარ შეთანხმდნენ.


რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით კი, ორი ქვეყნის პერზიდენს არაერთი სახითხი აქვს განსახილველი და ამ საკითხების ჩამონათვალი წინასწარაა შეთანხმებული.



ავტორი: MediaMall.ge