საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმირ ვაისი იქნება
ამობეჭდვა · 2017-11-09 15:39:00 · 50 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი მომდევნო ორი წლის განმავლობაში კვლავ ვლადიმირ ვაისი იქნება. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თავადვე განაცხადა. 

შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ვაისს შორის კიდევ ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. 

"გადავწყვიტე და შევთანხმდით, რომ კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში",- განაცხადა ვაისმა. 

ვაისს წინა კონტრაქტი ოქტომბერში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ამოეწურა. 

სფფ-ს წარმომადგენლების განცხადებით, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით დეტალებზე მოგვიანებით, ფედერაციის მხრიდან გაკეთდება განმარტება.
 

ipn.ge