სადახლოზე 7600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
ამობეჭდვა · 2017-11-09 16:12:00 · 90 ნახვა

9 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, გ.დ-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას 7600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით. 



ავტორი: MediaMall.ge