ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს
ამობეჭდვა · 2017-11-09 16:54:00 · 310 ნახვა

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს, სადაც  ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს. სამების ტაძარში პოეტის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობდა. პოლიტიკოსებმა, მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა, საზოგადო მოღვაწეებმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. 

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურის მინისტრი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალეს. ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურის მინისტრი, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, სადაც სამგლოვიარო ცერემონია მიმდინარეობდა, ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ორმა მომხრემ პლაკატები გაშალა და ჯანსუღ ჩარკვიანის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

ჯანსუღ ჩარკვიანი რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯანსულ ჩარკვიანს სიცოცხლის განმავლობაში მინიჭებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის მიენიჭა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, შალვა დადიანის ლიტერატურული პრემია. არის ღირსების ორდენის კავალერი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.



ავტორი: MediaMall.ge