DEALS.GE-ს გაზის გამათბობლის მონტაჟი მხოლოდ 19 ლარად
ამობეჭდვა · 2017-11-09 17:13:00 · 56 ნახვა

ნაადრევად აგრილებას ბევრი  ადამიანი  მოუმზადებლად შეხვდა,  მომხმრებელთა  ნაწილი გამათბობლის შეძენას  დატვირთული რეჟიმის, ან მისი საცხოვრებელი ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის გამო დროულად ვერ ახერხებს. კომპანია DEALS.GE -ს  ასეთ მომხარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს და საშუალებას  აძლევს გამათბობელი სისტემა უმოკლეს დროში სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით, ადგილზე მიტანის სერვისით შეიძინოს.

აქციის ფარგლებში  შეძენილ გაზის გამათბობლის   კომპანია საჩუქრის სახით, მხოლოდ 19 ლარის ფარგლებში დაუმონტაჟებს.  

საქართველოს ნებისმიერ ადგილას მცხოვრები მომხმარებელი, რომელიც  გადაწყვეტს ინტერნეტით შეიძინოს გაზის გამათბობელი, შეკვეთილ ნივთს მისთვის სასურველ მისამართზე მიიღებს.

ნივთის შესაძენად მომხმარებელს ძალიან მარტივი  პროცედურის გავლა მოუწევს.  შესაბამის ლინკზე გადასვლით  ნივთის შეძენა და გამოწერა შეეძლება როგორც ინტერნეტით ასევე ტელეფონით.

გადახდას კი ნებისმიერი სახის პლასტიკური ბარათით შეძლებს. ტრანსპორტირებისა და პროდუქტის ღირებულების გადახდა  ასევე შესაძლებელია  ნაღდი  ანგარიშსწორებით  ნივთის მიღების და შემოწმების შემდეგ. მიწოდების ღირებულება განისაზღვრება ნივთის წონის, ზომისა და მიწოდების ადგილის მიხედვით.  Deals.ge  -ს ტრანსპორტირების სერვისზე ყველაზე დაბალ ტარიფები მოქმედებს.

მოქმედებს ონლაინ და შიდა განვადების სისტემაც. 80 ლარზე მეტის ღირებულების ნივთზე მომხმარებელს მარტივი პროცედურით,  ინტერნეტით შეუძლია განვადების განაცხადის შევსება, მითითებულ ბანკებში.  

Deals.ge  ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიის მთავარი კრიტერიუმი და სტრატეგიაა  პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი და ხარისხისა და ფასის მუდმივი კონტროლი, რომელსაც ის უცვლელად სთავაზობს მომხმარებელს.

2014 წლიდან კომპანია  100-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება, მათ შორის სახელმწიფო, საბანკო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.  



ავტორი: MediaMall.ge