NATO ავღანეთში მყოფი ჯარისკაცების რიცხვს 16 ათასამდე გაზრდის
ამობეჭდვა · 2017-11-09 17:24:00 · 63 ნახვა

NATO-ს განცხადებით, სამი ათასი ჯარისკაცით, 16 ათასამდე გაიზრდება ავღანეთში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების რიცხვი თალიბანთან ბრძოლაში ქაბულის მთავრობის დასახმარებლად.

რადიო თავისუფლების ცნობით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის ბოლოს.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ დამატებითი შენაერთები არ ჩაერთვებიან საბრძოლო მისიაში - ისინი მონაწილეობას მიიღებენ NATO- "მტკიცე მხარდაჭერის“ პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთის სამთავრობო ჯარების წვრთნას, კონსულტირებას და დახმარებას. დამატებითი შენაერთების ნახევარი დაკომპლექტება ამერიკელი ჯარისკაცებით, ხოლო მეორე ნახევარი - დანარჩენი ნატოელი მოკავშირეების წარმომადგენლებით.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ავღანეთში ახალი სტრატეგიის შესახებ აგვისტოში განაცხადა.



ავტორი: MediaMall.ge