ტილერსონის ინფორმაციით, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე
ამობეჭდვა · 2017-11-09 17:29:00 · 54 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გამართავენ თუ არა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ოფიციალურ მოლაპარაკებას 10 ნოემბერს, ვიეტნამში, აზიის ეკონომიკური სამიტის დროს.

რადიო თავისუფლების ცნობით, ტილერსონმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, 10 ნოემბერს შეხვდება. 

მაგრამ ტილერსონმა, რომელიც თან ახლავს ტრამპს აზიური ტურნეს დროს, პეკინში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, "საკმარისად შინაარსიანი“ იქნებოდა თუ არა ტრამპისა და პუტინის შეხვედრა.



ავტორი: MediaMall.ge