არ ვაპირებ რუსეთის ორბიტაზე ყოფნას - ნინო ბურჯანაძე
ამობეჭდვა · 2017-11-09 17:46:00 · 310 ნახვა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს სასამართლო რეფორმაზე, დემოკრატიულ განვითარებასა და მედიის თავისუფლებაზე ფიქრისთვის არ სცალია. ამის შესახებ მან "პრაიმტაიმთან" "ლაივინტერვიუში" განაცხადა. 

ბურჯანაძე აცხადებს, რომ "პუტინისთვის საკმარისი იქნება, თუ საქართველო რუსეთისადმი კეთილგანწყობილი იქნება და აქედან მას საფრთხე არ დაემუქრება" 

"არ ვაპირებ რუსეთის ორბიტაზე ყოფნას, არ ვაპირებ, რომ ჩემი ქვეყანა იყოს რუსეთის ორბიტაზე - მე მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს საქართველოს ორბიტაზე. რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერში დავუჭერთ მხარს, რასაც რუსეთი იტყვის და გააკეთებს. ჩვენ გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოლიტიკა, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობაში უნდა შევძლოთ ჩვენი ინტერესების დაცვა",- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 



ავტორი: MediaMall.ge