ახალი სექს-სკანდალი ჰოლივუდში
ამობეჭდვა · 2017-11-09 17:59:00 · 226 ნახვა

ჰოლივუდში, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ახალი სექს–სკანდალის შესახებ ხდება ცნობილი. ამჯერად, ყურადღების ცენტრში მოქცა მსახიობი ჩარლი შინი. 


მას ფილმიდან ,,ლუკასი", კოლეგის, კორი ჰეიმომის მიმართ ძალადობასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. The Daily Mail–ის ინფორმაციით, შინი 13 წლის მსახიობ კორის 1986 წელს დაუმეგობრდა. ძალადობის შესახებ კორი ჰეიმომის მეგობრის მემუარებიდან გახდა ცნობილი. თავად კორი, 2010 წელს, 38 წლის ასაკში, პნევმონიით გარდაიცვალა.


რაც შეეხება ჩარლი შინს, იგი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს.


2015 წლიდან, შინი რამდენჯერმე მოექცა ხმაურიან სკანდალში. პირველად მაშინ, როცა ღია ეთერში აღიარა, რომ აივ–დადებითი სტატუსის მატარებელია, ამჟამად კი, სასამართლოში რამდენიმე სარჩელია შეტანილი იმ ქალებისგან, ვისთანაც მსახიობს დაუცველი სქესობრივი კავშირი ჰქონდა.



ავტორი: MediaMall.ge