„არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი გამსახურდიას მომხრეები ყოფილიყვნენ“ - თაკო ჩარკვიანი
ამობეჭდვა · 2017-11-09 19:27:13 · 664 ნახვა

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილმა, პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა მთაწმინდის პანთეონში, მამის დაკრძალვაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

"მე ბედნიერი ვარ რომ გაერთიანდა საქარველო, მე ასე მომეჩვენა. ზვიად გამსახურდიას მომხრე, ცოტნე გამსახურდია პანაშვიდზე მოვიდა. ჩემთვის, ამაზე დიდი გამარჯვება, ჩემი ქვეყნისთვის არ არსებობს. არამგონია, არ დაიჯეროთ, რომ ეს ორი ქალბატონი, რომელიც აქ იყო, ბატონი გამსახურდიას მომხრეები ყოფილიყვნენ. გამსახურდიას ოჯახის პატივიცმცემლები, აქ ზის - ჯანსუღ ჩარკვიანის მეუღლე, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა ძალიან დიდი მწერლის შემოქმედებას. ძლივს შეკოწიწებული და გაერთიანებული საქართველო არ ჩაგვიშალოთ!", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 



ავტორი: Mediamall.ge