უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
ამობეჭდვა · 2017-11-09 20:12:10 · 138 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისი გადადგომის მიზეზი, სავარაუდოდ,  მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებული პრობლემა გახდება. კერძოდ, საუბარია 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე, რასაც ნინო გვენეტაძე ხელს არ აწერს.

არ არის გამორიცხული, რომ გვენეტაძემ განცხადება უზენაეს სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარე შემხვედრის შემდეგ გააკეთოს, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრებთან სწორედ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე მსჯელობენ.

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2015 წლის 20 მარტს დაინიშნა.



ავტორი: Mediamall.ge