„ვიყავი ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად“ - გიორგი როყვას პირველი კომენტარი (ვიდეო)
ამობეჭდვა · 2017-11-09 20:43:06 · 458 ნახვა

ოზურგეთის საკრებულის დეპუტატობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან“, გიორგი როყვა, რომელიც რამდენიმე დღე დაკარგული ეგონათ, პირველ კომენტარს აკეთებს. ის აცხადებს, რომ სანამ მას ახლობლები და პოლიცია ეძებდა, ის ქალაქგარეთ მეგობრებთან იმყოფებოდა.

“ვიყავი ქალაქგარეთ, მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემს გატაცებასთან დაკავშირებით, არანაირ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - აცხადებს როყვა და განმარტავს, რომ მას არავისთან გაუგზავნია შეტყობინებები შველის თხოვნით.

გიორგი როყვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ის არჩევნების პირველ ტურში „ევროპული საქართველოდან“ დეპუტატობისთვის იბრძოდა. 



ავტორი: Mediamall.ge