უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა
ამობეჭდვა · 2017-11-09 21:12:17 · 136 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნაზე, ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებ გვერდზე ვრცელდება.

„დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მონაწილეობით, გამართა შეხვედრა მოსამართლეებთან თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესის შესახებ.

დახურულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები და ასევე, ის მოსამართლეებიც, რომელნიც ამ ეტაპზე არ იქნენ უვადოდ გამწესებული.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებით ორგანული კანონის 794 მუხლის შესაბამისი დებულებების თაობაზე მოსაზრებების მოსმენა და ერთიანი პოზიციის შემუშავება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ასევე, უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა, მონაწილეებმა მოისმინეს მოსაზრებები, მოსამართლისათვის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმეორებით იუსტიციის საბჭოსათვის მიმართვის თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოქვეყნდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი დეპარტამენტის შეფასება.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საბჭოს მომდევნო სხდომებზე მოხდება მოსამართლეებისა და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება იმ წინადადებაზე, რომელიც ეხება 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის უვადოდ დანიშვნას.

შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ", - აღნიშნულია უზენაესის სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ავტორი: Mediamall.ge