გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 380-მა მოქალაქემ მოითხოვა
ამობეჭდვა · 2017-11-09 22:23:32 · 711 ნახვა

2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფარი 15 170 ადამიანმა მოითხოვა, აქედან საქართველოს 380-მა მოქალაქემ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით 1tv ავრცელებს.

უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში საქართველო გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით მეცხრე ადგილზე იყო. ამ მხრივ პირველ ადგილზეა სირია – ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი 3301-მა სირიელმა მოითხოვა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მაჩვენებლით, თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა რიცხვი გერმანიაში 262-ს შეადგენდა, აგვისტოს მონაცემებით კი – 217-ს.

ამავე ანგარიშის თანახმად, გერმანიაში 2017 წლის დასაწყისიდან 17 ოქტომბრის მდგომარეობით, 156 000-მა მიგრანტმა მოითხოვა თავშესაფარი, მათი უმრავლესობა სირიელი (39519 ადამიანი), ერაყელი (17644) და ავღანელია (10525).

 



ავტორი: Mediamall.ge