დავით ნარმანია ხვალ სამწლიან ანგარიშს წარადგენს
ამობეჭდვა · 2017-11-09 23:19:52 · 112 ნახვა

თბილისის მერი დავით ნარმანია ხვალ სამწლიან ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაცია „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში 14:00 საათზე გაიმართება. 

ანგარიშის წარდგენა დავით ნარმანიამ რამდენიმე დღის წინ თავად დააანონსა და ისიც განაცხადა, რომ ამის შემდეგ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებდა.

„ჩემს მომავალ საქმიანობაზე აუცილებლად გაიგებთ, როგორც კი შემაჯამებელ ანგარიშს გავაკეთებ და დავასრულებ საქმიანობას თბილისის მერიაში. ამას აუცილებლად გაცნობებთ. სამი წლის შემაჯამებელი ანგარიში იქნება 10 ნოემბერს. ვაპირებთ საუბარს იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, იმ შედეგებზე, რაც გვაქვს და ფართო საზოგადოებას მივაწვდით ამ ინფორმაციას”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.