„სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე პარლამენტი რჩება ქუთაისში“ - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 2017-11-10 00:01:00 · 214 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა უფლებამოსილების ამოწურვამდე ქუთაისში განაგრძობს საქმიანობს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„კონსტიტუციის თანახმად, სულ მცირე მომავალი წლის ბოლომდე პარლამენტი რჩება ქუთაისში, რადგან კონსტიტუცია ამოქმედდება პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია ვთქვა, რომ სავარაუდოდ ამ მოწვევის პარლამენტი მთლიანად წარმართავს მუშაობას ქუთაისში, ვგულისხმობ რა თქმა უნდა, პლენარულ სხდომებს. ამის შემდეგ ყველაფერს გვიჩვენებს მოვლენათა განვითარება.

ჩვენ გვაქვს ნათქვამი, რომ პარლამენტი მთლიანად მხოლოდ მას შემდეგ გადმოვა თბილისში, რაც ქუთაისი შეიძენს ახალ ფუნქციას და ეს ახალი ფუნქცია დაკავშირებულია დიდი პროექტთან, რომელიც უნდა განხორციელდეს საგანმანათლებლო სფეროში. როგორც მოგეხსენებათ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი შენდება ქუთაისში და ამ პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისმა უნდა შიეძინოს ახალი ფუნქცია, ახალი სიცოცხლე და ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი პარლამენტის თბილისში გადმოსვლა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



ავტორი: Mediamall.ge