პოლონეთში ქართული კულტურის ცენტრი გაიხსნება
ამობეჭდვა · 2017-11-10 00:08:58 · 125 ნახვა

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, პოლონეთში დაბა პიასეჩნოში ქართული კულტურის ცენტრი ჩამოყალიბდება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაბა პიასეჩნოში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლი დაათვალიერა. პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი ახალი კონცეფციის მიხედვით, პოლონეთში ქართული კულტურის ცენტრად ჩამოყალიბდება.

„ეს არის ვარშავასთან ძალიან ახლოს, ძალიან მნიშვნელოვან ადგილას. ამ სახლში იგეგმება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოეწყოს ერთგვარი კულტურული წარმომადგენლობითი სივრცე, თავისი ეთნოგრაფიული დატვირთვით, სადაც მოხდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვა წლის განმავლობაში, რაც საქართველოს ცნობადობას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.



ავტორი: Mediamall.ge