„არის ერთი დეპუტატი, რომელიც არცერთ სხდომას არ დასწრებია“ - ირაკლი კობახიძე
ამობეჭდვა · 2017-11-10 00:13:25 · 407 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი არხის ეთერში, დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომების გაცდენისა და პულტებით მანიპულირების საკითხზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პრობლემა ნამდვილად დგას და დასწრების მაჩვენებელი არ არის მაღალი, თუმცა დასძინა, რომ გაცდენების მხრივ საპარლამენტო უმრავლესობას ნაკლები მაჩვენებელი აქვს, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიციას.

„რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას გაცდენის მაჩვენებლი არის 15%, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ეს არის დაახლოებით  66%, “ევროპული საქართველოს” შემთხვევაში 50%-ზე მეტი და ანალოგიურად, დაახლოებით ამდენივე არის პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში და ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ გავაუმჯობესოთ საპარლამენტო დისციპლინა, მათ შორის ერთ-ერთი არის ფინანსური სანქციები, თუმცა ამის გარდა შეგვიძლია მივიღოთ სხვა ზომებიც და ერთ-ერთი არის რეგლამენტში ცვლილების შეტანა, რომელიც დეპუტატებს არ მისცემს პულტებით მანიპულირების საშუალებას.  მაგალითად არის ერთი დეპუტატი, რომელიც არცერთ სხდომას არ დასწრებია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, თუმცა ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. 



ავტორი: Mediamall.ge