იაპონია უკრაინასთან სავიზო რეჟიმს აუქმებს
ამობეჭდვა · 2017-11-10 00:46:06 · 109 ნახვა

იაპონიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან უკრაინასთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

ეს საკითხი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის და მისი იაპონელი კოლეგის, კაძუკი ნაკანეს შეხვედრის დროს განიხილეს.

“მხარეებმა ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღმავების მზადყოფნა დაადასტურეს. ამასთან დაკავშირებით, კაძუკი ნაკანემ იაპონიის ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც, უკრაინის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზიტებისას სავიზო რეჟიმი უქმდება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.



ავტორი: Mediamall.ge