ინტერპოლმა საქართველოს 5 მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
ამობეჭდვა · 2017-11-10 01:02:40 · 718 ნახვა

აზერბაიჯანის მოთხოვნით, საქართველოს ხუთ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ 1tv იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, წითელი ცირკულარით იძებნება 42 წლის ჰუსეინ ჰამოევი, 43 წლის რამაზ ლეშკაშელი, 45 წლის გიორგი ბულაცაშვილი, 43 წლის ზაურ გივიაშვილი და 53 წლის ემილ გაჯაევი.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ყველა მათგანი აზერბაიჯანში 2017 წლის აგვისტოში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის საქმესთანაა დაკავშირებული.

გამოძიების ცნობით, ეს პირები ხაზარის რაიონის დასახლებაში მცხოვრები ირადა ალიევას სახლში შეიჭრნენ, გაკოჭეს მოახლე და სეიფიდან 44 ათასი დოლარი და 117 ათასი დოლარის ღირებულების სამკაული წაიღეს.



ავტორი: Mediamall.ge