შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად 4 ნარკორეალიზატორი დააკავა
ამობეჭდვა · 2017-11-10 08:33:51 · 181 ნახვა

დღეს დილით შსს-მ ფონიჭალაში და გიგანტის დასახლებაში სპეცოპერაცია ჩაატარა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 4 ნარკორეალიზატორი - 2 ქალი და 2 მამაკაცი.

ამ დროისთვის დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა, გასაღებას გულისხმობს.



ავტორი: Mediamall.ge