ოთარ აბესაძის საქმის განხილვა დღეს ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება
ამობეჭდვა · 2017-11-10 08:51:48 · 112 ნახვა

დღეს, მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის საქმის განხილვა ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება.

დაკავებულის ადვოკატის განმარტებით, პროცესის ფარგლებში ათეულობით ჩვენება უნდა მოისმინონ. მისივე თქმით, სხდომას დაესწრება თავად აბესაძეც, თუმცა იგი თავს კვლავ შეუძლოდ გრძობს.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხიმგებლობას ადვოკატი პროკურატურას და მოსამართლეს აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული. იგი ბრალდებას აღიარებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლა უშედეგოდ, ამ დროისთვის უკვე ორჯერ მოითხოვა.



ავტორი: Mediamall.ge