ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ამობეჭდვა · 2017-11-10 09:17:56 · 476 ნახვა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები შენობაში დარჩენილების გამოსაყვანად.

მომხდარის დეტალების გამოსარკვევად გამოძიება მიმდინარეობს.



ავტორი: Mediamall.ge