კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ოთხი დეპუტატი დააკავეს
ამობეჭდვა · 2017-11-10 09:22:35 · 310 ნახვა

კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი კარმე ფორკადელი და ოთხი კანონმდებელი აჯანყების ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება 27 ოქტომბრის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადების გამო წარუდგინეს.

ყოფილი სპიკერი პატიმრობაში 150 ათსი ევროს ოდენობის გირაოს შეტანამდე დარჩება. დანარჩენი ოთხი დაკავებული კი 25 ათასი ევროს საფუძველზე გათავისუფლდებიან.

კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს წინაშე 9 ნოემბერს წარსდგა. სასამართლომ კარმე ფორკადელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. ბრალდება ყოფილი სპიკერის მიერ სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას მოიცავს.



ავტორი: Mediamall.ge