მთაწმინდის პანთეონის რესტავრაციისთვის 115 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება
ამობეჭდვა · 2017-11-10 09:32:03 · 101 ნახვა

თბილისის მერიამ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი აღდგენა-რესტავრაცია მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. დოკუმენტების მიღება 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 115 591 ლარია.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, მიმდინარე წლის ზაფხულში მერიამ  პანთეონის აღდგენა-რესტავრაციის პროექტის მომზადება შპს სენსონს დაუკვეთა. აღნიშნულ სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთულია ამ კომპანიის მიერ მომზადებული პროექტიც.

პროექტის მიხედვით, მთაწმინდის პანთეონში არაერთი საზოგადო მოღვაწის საფლავია დაზიანებული, ზოგი ქვა გაბზარულია, ზოგან კი წარწერა მყარად არ არის მიმაგრებული ქვასთან. დოკუმენტაციაში დეტალურადაა აღწერილი ყველა დაზიანება და შესასრულებელი სამუშაო.

 



ავტორი: Mediamall.ge