ქართული მხარე მიესალმა ირლანდიის პარლამენტში საქართველო-ირლანდიის მეგობრობის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას
ამობეჭდვა · 2017-11-10 10:10:00 · 93 ნახვა

2017 წლის 9-10 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ. დუბლინს, სადაც შეხვედრა გამართა ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან შონ ო’ფარელთან. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-ირლანდიის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და ისაუბრეს საპარლამენტო განზომილების შემდგომი ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. მინისტრის მოადგილე მიესალმა ახლახანს ირლანდიის პარლამენტისა და სენატის წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი იყო, და ხაზი გაუსვა აქტიური ინტერაქციის მომავალში გაგრძელების მნიშვნელობას.

ქართული მხარე ასევე მიესალმა ირლანდიის პარლამენტში საქართველო-ირლანდიის მეგობრობის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებას. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და აღნიშნეს ორმხრივი ბიზნეს დელეგაციების განხორციელების აუცილებლობა.
 
ქართული მხარემ მადლიერებით აღნიშნა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და თავდაცვის ერთობლივი კომიტეტის მიერ 2017 წლის თებერვალში მიღებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროკავშირში ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას. ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ირლანდიას ევროკავშირის წევრობამ განსაკუთრებული სარგებელი მოუტანა. 

მინისტრის მოადგილემ ირლანდიის მხარეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. მან მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა მისიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. ​ ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხზე დაგეგმილ ღონისძიებაში, ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს



ავტორი: MediaMall.ge